Thursday, November 19, 2009
19.09.2009
სკოლა მუშაობს მთელი წლის განმავლობაში. ექსპერიმენტზე ჩაწერა ხდება წინასწარ შეთანხმების საფუძველზე. მსურველები ჩამოდიან პოლონეთის ყველა კუთხიდან.

ჩვენი იქ სტუმრობის დროს მეცნიერების ფესტივალის სკოლაში პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად ჩრდილოეთი პოლონეთიდან იყო ჩამოსული მოსწავლეთა ჯგუფი მასწავლებელთან ერთად. მათ მთელი ღამე იმგზავრეს აქ მოსახვედრად. პრაქტიკული სამუშაოები მთელი დღე გრძელდება.

დნმ-ის გამოყოფა ღრძილის ანაფხეკიდან ხდება. ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭიროა:
• სინჯარა „ბუფერული“ სითხით (დეტერგენტი) - შეკუმშული ალკოჰოლურ სპირტი -70° C ტემპერატურის (ეტანოლი)• მარილი,საღებავი
• ბამბიანი ჩხირი
• პიპეტი
• მასალის შესანახი ჭურჭელი
• საათი
• ექსპერიმენტის ჩატარების ინსტრუქცია

ექსპერიმენტის მიმდინარეობა:
• ბამბიან ჩხირს 3 წუთის განმავლობაში გულმოდგინეთ უსმევთ ღრძილს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ, ექსპერიმენტის შედეგიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროა გასული საკვების ბოლო მიღების მომენტიდან - სასურველია 1 საათი მაინც.
• ვდებთ ჩხირს სინჯარაში, ფრთხილად ვასხავთ იგივე მოცულობის სპირტს და ვურევთ2 წუთის განმავლობაში, ვწურავთ ჩხირს სინჯარის კედლებზე და ვახურებთ თავსახურს.
• ვაკვირდებით რა მოხდება. . .ორი სითხის ზღვარზე დნმ-ის ჯაჭვები გამოჩნდება.
• რა თქმა უნდა ექსპერიმენტის დროს უამრავი ბაქტერია მოხვდა სინჯარაში, გვაქვს ცილებიც. ექსპერიმენტის სიზუსტისთვის არებული მასალა კიდევ ერტხელ უნდა გავასუფთაოთ დეტერგენტით და შემდეგ გავფილტროთ. ეს ყველაფერი კი უკვე სერიოზულ ლაბორატორიაში ტარდება.
• ექსპერიმენტის ეფექტურობისთვის საკუთარი დნმ-ის სინჯს სუვენირ ფერად კაფსულებში ატანენ.
შემდეგ დავათვალიერეთ გეოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმის უმდიდრესი და ულამაზესი კოლექცია, მამონტების, გიგანტური კუებისა და ოკეანეების უძველესი ბინადრების ნაშთები.
ვესტუმრეთ ფიზიკის ფაკულტეტს №99. ვნახეთ საინტერესო ექსპერიმენტები ღია ცის ქვეშ.
ბოლოს ავტობუსით გავემგზავრეთ ქალაქგარეთ მდებარე ობსერვატორიაში. ტელესკოპით დავმზირეთ პლანეტა იუპიტერი თავისი თანამგზავრებით, მოვისმინეთ საინტერესო ლექცია სხვადასხვა კოსმოსური ობიექტების შესახებ.
საღამო დასრულდა გვიან ღამით, როდესაც საგრძნობლად აგრილდა და მოგვშივდა, ე.წ. „სამეცნიერო პიკნიკით“ . სტუმრებიც და მასპინძლებიც ვიჯექით კოცონის გარშემო, ვწვადით ხის უგრძელეს შამფურებზე სოსისებს და ვუზიარებდით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.

ელენე ხაჩიძე
20.09.2009
კვლავ ვარშავის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ვართ.

ვესწრებით სხვადასხვა საინტერესო ექსპერიმენტებს: სითბოვიზორით, ოპტიკურ ცდებს - მწვანე ლაზერით, დოპლერის ეფექტის დემონსტრაციას, მაგნიტურ ძალწირებს წყალში და ა. შ.
ამჯერად ბირთვული პრობლემების ინსტიტუტის ატომისტიკის ცენტრში ვართ. ვიგებთ პოლონეთში ნატურალური იზოტოპების განლაგების შესახებ, რადიაციული მეთოდით სიძველეებისა და სხვადასხვა რარიტეტების ასაკის განსაზღვრის ალტერნატიულ მეთოდებზე.
ნათია ადამია, მედეა კაპანაძე
22.09.2009
საუზმის შემდეგ გავემგზავრეთ „მეცნიერების ფესტივალის“ სკოლაში მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. მოვისმინეთ ცენტრის თანამშრომლის - იოანა ლილპოპის პრეზენტაცია პედაგოგებთან და მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდოლოგიის შესახებ. როგორც შევიტყვეთ, მათ ლაბორატორიას წელიწადში 1500-1600 მოსწავლე სტუმრობს, აქ მათ აქვთ საშუალება შეასრულონ პრაქტიკული სამუშაოები. გავეცანით გასვლით სამეცნიერო ღონისძიებებს ღია გარემოში ოჯახებთან ერთად, პროექტ „ვოლვოქსს“.
დღის მეორე ნახევარში ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში. გავეცანით მუშაობის ექსპერიმენტულ მეთოდებს, რომლებიც შემუშავებულია დაბალი კლასების მოსწავლეთათვის. ჩავატარეთ მრავალფეროვანი ცდები ხელმისაწვდომი მასალებით: „ბურთი ბოთლში“, „მოკლე ჩართვა“, „რამდენი ხერხით შეიძლება ჩავაქროთ სანთელი“, „ელექტროსტატიკა“,“ გახვრეტილი ბუშტი“, „ძმრიანი რაკეტა“ და სხვა . . .
ცდები თემატურად დაყოფილი იყო ორ ჯგუფად, შესაბამისი სახელწოდებებით: „სამზარეულოში“ და „წვეულებაზე“ .
მუშაობის პერიოდში ტრენერებმა შემოგვთავაზეს აქტიური თამაშები: „იმპულსი“, „სიმძიმის ცენტრი“ „ციფრები“, ნახატებით თამაში მინიშნებაზე-წყვილებში.
თამრიკო დავითიძე
23.09.2009
კოპერნიკის ცენტრში დავესწარით ბავშვების მიერ ჩატარებულ პრაქტიკულ სამუშაოებს, შემდეგ ტრენინგის მონაწილეებმა ჩავატარეთ ცდები ე.წ. „ჯადოსნური ყუთის“ ექსპერიმენტებიდან. პრაქტიკულად დავრწმუნდით, თუ როგორ შეიძლება იაფი საშუალებებით საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარება გაკვეთილზე.

ვისადილეთ ჩინურ რესტორანში.
სადილის შემდეგ შევაჯამეთ მუშაობა კოპერნიკის ცენტრში. განვიხილეთ სწავლების პირამიდა:

ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შედეგიანი იყო მთელი ტრენინგის განმავლობაში.

ამავე დღეს შევხვდით პოლონელ კოლეგებს. შეხვედრა პედაგოგებთან გაგრძელდა ვახშამზე ვენეციურ რესტორანში „სანტ ანტონიო“.

თამრიკო დავითიძე