Thursday, November 19, 2009

22.09.2009

საუზმის შემდეგ გავემგზავრეთ „მეცნიერების ფესტივალის“ სკოლაში მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. მოვისმინეთ ცენტრის თანამშრომლის - იოანა ლილპოპის პრეზენტაცია პედაგოგებთან და მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდოლოგიის შესახებ. როგორც შევიტყვეთ, მათ ლაბორატორიას წელიწადში 1500-1600 მოსწავლე სტუმრობს, აქ მათ აქვთ საშუალება შეასრულონ პრაქტიკული სამუშაოები. გავეცანით გასვლით სამეცნიერო ღონისძიებებს ღია გარემოში ოჯახებთან ერთად, პროექტ „ვოლვოქსს“.

 დღის მეორე ნახევარში ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში. გავეცანით მუშაობის ექსპერიმენტულ მეთოდებს, რომლებიც შემუშავებულია დაბალი კლასების მოსწავლეთათვის. ჩავატარეთ მრავალფეროვანი ცდები ხელმისაწვდომი მასალებით: „ბურთი ბოთლში“, „მოკლე ჩართვა“, „რამდენი ხერხით შეიძლება ჩავაქროთ სანთელი“, „ელექტროსტატიკა“,“ გახვრეტილი ბუშტი“, „ძმრიანი რაკეტა“ და სხვა . . .

 ცდები თემატურად დაყოფილი იყო ორ ჯგუფად, შესაბამისი სახელწოდებებით: „სამზარეულოში“ და „წვეულებაზე“ .

მუშაობის პერიოდში ტრენერებმა შემოგვთავაზეს აქტიური თამაშები: „იმპულსი“, „სიმძიმის ცენტრი“ „ციფრები“, ნახატებით თამაში მინიშნებაზე-წყვილებში.


  თამრიკო დავითიძე

No comments:

Post a Comment